ანაკეთი – ადგილი მესხეთში, თმოგვთან ახლოს. ანაკერტი კი მდ.ჭოროხის აუზშია.
ანჩა – მონასტერი კლარჯეთში , მდ. ჭოროხის აუზში – სამწყალის ხეობაში (ახლა თურქეთშია).
არაგვის კარი – ამ სახელწოდებით ცნობილი იყო ქ. მცხეთის ჩრდ. უბანი. იგი არის აგრეთვე დარიალის ხეობის ძვ. ქართული სახელწოდება.
არმაზი – ძვ. ქალაქი ქართლში, რ-იც მდებარეობდა მცხეთის ახლოს, მდ.მტკვრის მარჯვენა ნაპირზე . ამავე სახელწოდებით ცნობილი იყო თრიალეთის ქედის კლდოვანი შტო, მცხეთასა და კარსანს შორის.
არტანუჯი – ციხე-ქალაქი კლარჯეთში, მდ. ჭოროხის აუზში, ახლ. „ადაყალე“. კლარჯეთის ცენტრი V ს-დან XVI ს-მდე. ხოლო IX ს-ში, ამავე დროს, დედაქალაქი იბერიისა. ადრე, V ს-ში, სოფლად მოიხსენიებოდა. არაბთა მიერ VIII ს-ის 30-იან წლებში დანგრეული იქნა. IX ს-ში ქართველებმა კვლავ აღადგინეს.
აწყვერი – ციხე სამცხეში, თანამედრ. აწყურის ძვ. სახელწოდება.
ბაგინეთი – მონასტერი მცხეთის ტაძრის პირდაპირ კლდის შვერილზე, სადაც მოთავსებულია ანტიკ. ხანის აკლდამა და სავარაუდო სამეფო რეზიდენცია.
ბასიანი – მხარე და ქალაქი მდ. არაქსის ზემო ნაწილში, არზრუმის ჩრდ.-აღმ.-ით (ამჟამად თურქეთშია). XII- XIII სს.-ებში საქ.-ოს ნაწილს შეადგენდა.
ბებრის ციხე (ბებერაები, წეწამორი) – ციხე და ქალაქი შიდა ქართლში, მტკვრისა და არმაზის შესართავთან , არმაზიდან 2,5 კმ. პირვანდელი სახელწოდება „წეწამორი“ ყოფილა. ბებრის ციხე წარმოადგენს თარგმანს წინანდელი სახელწოდებისას,შემდეგ დროებში ამ ადგილს შერჩა ქართული სახელი (ბ.ციხე) წინათ არსებული სახელი კი დაერქვა არაგვის აღმ. ნაპირას მდებარე სხვა პუნქტს, რ-იც ახლაც ცნობილია სოფ. წიწამურის სახელით.
ბედია – მონასტერი ოდიშში , მდ. ეგრისის წყლის (ღალიძგა) აუზში.
ბერციხე – ციხე ქსნის ხეობაში , ზემო ნაწილში ბერ-ი , ბერ-ა ნიშნ. ცხვრის საწველელს (სადაც ცხვარს წველენ.)
ბოლოციხე – ციხე და ადგილი სამხრ. საქ-ში (ბასიანში).
გუდამაყარი – მთიულეთის ნაწილი , დუშეთის რ.
გურგანის ზღვა – ახლ. კასპიის ზღვის სახელწოდება.
დარუბანდი – ახლ. ქ. დერბენდი (დაღესტანი ) , იგივე „ზღვის-კარი“, რაც ნიშნავს კარსა და სიმაგრეს („შუშ. წამებაში“ დარუბანდი იხსენიება „ჩორ“ სახელით).
დიდოეთი – მთიანი დაღესტნის ერთ-ერთი კუთხე
ზედაზენი – ციხე და მონასტერი შიდა ქართლში. საგურამოს ქედთან. ქრისტ. წინა ხანაში მცხეთის ჩრდ-აღმ.-ით მდებარე ზედაზნის მხარეზე აღმართული ყოფილა წარმართული ღვთაების,ზადენის, კერპი. VIს ში იოანე ზედაზნელმა აქ დააარსა მონასტერი.
ზორაკერტი – ადგილი სამხ. საქ-ში , დმანისის რ-ნის ტერიტორიაზე.
თმოგვის ციხე – ციხე მესხეთში , წუნდასა და ვარძიას შუა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ხერთვისიდან 11 კმ. მანძილზე.
თორღვას ციხე – ციხე კახეთში, მდ. მიწისწყლის ზემო ნაწილის ხეობაში.
თუხარისი – ციხე-ქალაქი სამხ.-დას. საქ.- ში , მდ. ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე,ისტ. ტაო (ამჟ. თურქეთშია).
კახაბერი – (აღმ. საქ-ოს ნაწილი) ციხე შიდა ქართლში, მდ. რეხულას ხეობაში (ლენინგორის რ.)
კვეტარა (კვეტერა) – ციხე კახეთში (ახმეტის რ. ).
კლდეკარი – ციხე, თრიალეთის ქედზე, ალგეთისა და თეძმის წყალგამყოფზე (წალკის რ.)
ლაზიკა – ეგრისის , ანუ დას. საქ-ოს, ძვ. ბერძნ. სახელწოდება. იხმარება უმთავრესად ბიზანტიელი მწერლების მიერ.
ლარგვისის ციხე – ციხე და მონასტერი სოფ. ლარგვისში, მცხეთის ახლოს იქ, სადაც ჭურთისწყალი ერთვის მდ. ქსანს (ახალგორის რ.).
მგელციხე – ციხე-სიმაგრე მესხეთში (ამჟ. თურქეთის ტერ.)
მთავართა სანათლო – უბანი ძვ. მცხეთაში.
მისაქციერი – ადგილი მცხეთის ჩრდილოეთით.
მოგვთა – ერთ-ერთი უბანი მცხეთაში, რ-იც მდებ. მტკვრის ხიდთან (ახლ. მცხეთ. სადგ. ახლოს). მოგვთა უნდა იყოს იგივე „ძვ.მცხეთა“ (აგრეთვე ძვ. ხიდი მცხეთაში ),დაკავშირებულია ცეცხლთაყვანისმცემლობის ოფიციალურად დამკვიდრებასთან ქართლში და წარმართი მოგვების საცხოვ. უბნის სახელწოდებასთან.
მუხრანის ციხე – ახლ. მუხრანი , ქსნის ქვ. ნაწილში (მცხეთის რ-ნი).
მუხნარისას ციხე -მდებარეობს უჯარმასთან ახლოს.
ნიალის ველი – ადგილი სამხრ. საქ-ში (ჯავახ. სამხრ. ნაწილი).
ნიკორნა – მონასტერი შიდა ქართლში , არაგვის აუზში, ქართლის ქედის კალთაზე, სოფ. ახატანის ჩრდილოეთით (დუშეთის რ.)
ოლთისი – მხარე და ქალაქი სამხ.-დას. საქ-ოში, მდ. ჭოროხის ზემო ნაწილში, სამცხე-საათაბაგოში, ახლანდელი ქ. ოლთუ( თურქეთში).
ოჩანის ციხე - ივრის ხეობის სათავეებისაკენ, სოფ.ლიშოს ახლოს(თიანეთის რ)
ოძრახე (ოძრხე) – ციხე-ქალაქი მესხეთში. მდებარეობდა აბასთუმნის სამხრეთ ნაწილში, ცხელ გოგირდოვან წყაროებთან.
პანკისი – ციხე კახეთში, პანკისის ხეობაში , ახლ. დუისი (ახმეტის რ-ნი).
პომპეუსის ხიდი – ხიდი მდ. მტკვარზე მცხეთაში.
საერისთაო (საერისთავო) – მხარე შიდა ქართლში, არაგვზე (ფშავს ქვემოთ).
სარკინეთის მთა – სერი შიდა ქართლში, იგივე სხალტბის ქედი (მცხეთის რ.)
საფურცლე – ადგ. შიდა ქართლში , არაგვის მარჯვ. სანაპიროზე , მცხეთის ჩრდილ. (ახლ. ნატახტარის ტერიტორია, მცხეთის რ.ნი).
ფანასკერტი – ციხე კლარჯეთში, მდ. ჭოროხის მარჯვენა მხარე (თურქეთი).
ფხოვი – ფშავ-ხევსურეთის ძვ. სახელწოდება.
ქანდას ციხე – ციხე ქსნის ხეობაში.
ღილღო – იგივე ქისტეთი.
ყველის ციხე – ციხესიმაგრე და მონასტერი მცხეთაში (ახლ. თურქეთი).
შურის ციხე – ციხე შიდა ქართლში (ნარიყალა).
ცხვილოს (სხვილოს) ციხე – შიდა ქართლში (კასპის რ.).
ცხრაკარა – კახეთის სოფ. მატნის ახლოს (ახმეტის რ. ) მონასტერი.
ძურძუკეთი – ტომი იმიერკავკასიაში.
ჯიქეთი – აფხაზეთის გაგრძელება ბზიფს იქით.
ხერკი – თანამ. საგურამო (მცხეთის რ.)