ვარდან მზრდელზე რომანში ბევრი
არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ ყმაწვილ ფარსმანს ფსალმუნებს და სახარებას აზეპირებინებდა.
იგი ქრისტიანულ დიდაქტიკასა და ღვთისმეტყველებაში რამდენადმე ჩახედული კაცი ჩანს. ის,
წესით, იზიარებდა შუასაუკუნეებში გავრცელებულ თვალსაზრისს რომ ერთ მხარესაა ცხოვრება
თვისი ცოდვებით და დაცემით, მეორე მხარეს კი ის, რასაც ეკლესია სთავაზობდა ადამიანებს:
გაწირე ამქვეყნიური ცხოვრება რათა მოიხვეჭო
იმქვეყნიური მარადიული ცხოვრება. მაგრამ ფარსმან სპარსისთვის, ცხადია, მზრდელის ეს
შეგონება არარის მხედველობაში მისაღები. მას აინტერესებდა ,,ცხოვრების’’ ნახვა და მისი
ახლოდან ისეთნაირად განცდა, როგორც ის ჩქეფდა ვრცელი გეოგრაფიული არეალის მომცველ,
პოლიტიკურად ძლიერ და მატერიალური კეთილდღეობით გამორჩეულ ქვეყნებში.