აბაზგი გიორგი - გიორგი აბაზგს უწოდებენ გიორგი პირველს, ბაგრატ მესამის ვაჟს, ბიზანტიელი და სომეხი მემატიანენი.
არსუკიძე - მცხეთის სვეტიცხოვლის ამშენებელი. გამოიყენა ძველი (V- VIსს.) სვეტიცხოვლის ცალკეული ნაწილები და ფრაგმენტები.
ალფ-ასლანი - XI საუკუნის 60-იან წლებში სელჩუკიან თურქთა სულთანი. ორჯერ შემოიჭრა ქართლში.
ალ-ჰაქიმი - არაბი ხალიფა XI საუკუნე (ფატამიდების დინასტიიდან). დრუზებმა ღმერთად გამოაცხადეს იგი. ერთ მშვენიერ დღეს გაქრა და სექტრანტებმა ირწმუნეს, ცად ამაღლდაო.
ამირა ტფილისისა - VIIIს. 1121 წლამდის, ე. ი. დავით აღმაშენებლის მიერ ტიფლისის საქართველოსთან შემოერთებამდის. თბილისის საამიროს განაგებდა ვინმე ბანუ-ჯაფარის (ჯარის ძეთა) დინასტია.
აშოტ კურაპალატი- მეფე საქართველოსი, ბაგრატიონთა დინასტიის წინაპართაგანი.
ბაგრატ III კურაპალატი - ძე გურგენ მაგისტროსისა. ოგი იშვილა საქართველოს მეფემ დავით კურაპალატმა.
ბაგრატ IV კურაპალატი - ძე გიორგი პირველისა, დიდხანს ებრძოდა ბიზანტიელებს, განძელ ამირას ფადლონს და ალფარსლანს.
ბარდას სკლიარუს - ბიზანტიელი ფეოდალი XI ს. მან ამბოხი მოაწყო იმპერატორ ბასილი II-ს წინააღმდეგ.
ბარდა ფოკა - ბიზანტიელი ფეოდალი, რომელმაც ამბოხი მოაწყო იმპერატორ ბასულ მეორე ბულგართმმუსრელის წინააღმდეგ.
ბასილ ბულგართმმუსრელი- ბიზანტიის იმპერატორი, რომან მეორის და მიკიტნის ქალის ანასტაზო ფეოფანეს ვაჟი. ბულგართმმუსვრელი ეწოდა, რადგან მან საშინელი სისხლის ღვარი დდაყენა აჯანყებული ბულგარელების დასამარცხებლად.
ბუღა თურქი - სარკინოზების სარდალი, რომელმაც X საუკუნესი დაწვა თბილისი და აწამა ერისთავები კახი და თარხოჯი.
გიორგი ლაშა - მეფე საქართველოსი (XIII ს.) თამარ მმეფის ვაჟი.
გიორგი I - ( ბაგრატიონი) ძე ბაგრატ III-სა (1002-1027) - დიდხანს ებძოდა ბასილი კეისარს ბასიანის მხარის საქართველოსთან შემოსაერთებლად. როცა ეს უკანასკნელი ცეცხლთა და მახვილთ მუსრავდა აჯანყებულ ბულგარელებს, გიორგიმ იდროვა და წაართვა ბიზანტიას ეს პროვინცია. ცნობილია, 1002-1021 წლებში გიორგი შეებრძოლა ბიზანტიელებს. მას საიდუმლო მიწერ-მოწერა ჰქონდა ბიზანტიელ ფეოდალებთან ქსიფესა და ფოკასთან. იგი იგი მეგობრობდა ბასილის დაუძინებელ მტერს - ხალიფ ალ-ჰაქიმს.
გურგენი - ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი. მეფეთა მეფე(994- 1008). ქართველთა მეფის ბაგრატ II-ის ძე და ბაგრატ III-ის მამა. ბასილ მეორემ მაგისტროსობა უბოძა.
დავით კურაპალატი - მთელ ახლო აღმოსავლეთში განთქმული საზოგადო მოღვაწე. ,,საქართველოს’’ შექმნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორთაგანი.
დავით IV აღმაშენებელი - საქართველოს მეფე (1089 -1125), გიორგი II-ის ძე.
დავით VI ნარინი - (დაახ. 1246-1247წწ.) რუსუდან მეფის ძე.
ერეკლე მეფე - ქართლ-კახეთის მეფე (1720-1798). დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოველში. ვახტანგ გორგასალი - საქარტველის მეფე V ს. თბილისის დამაარსებელი. დაკრძალულია მცხეთაში, სვეტიცხოველში.
თორნიკე ერისთავი - ქარტველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი.
თემურ ლენგი (კოჭლი) - XV დსაუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს შემოესია.
იოანე მარუსისძე - ,,აფხაზთა მეფის’’ დიდმოხელე ქართლის ერისთვი Xს. დიდი პატრიოტი. მან მიმართა, დავით კურაპალატს ეკისრა საქართველოს გაერთიანების მისია.
კონსტანტინე VIII - ძმა ბასილ ბულგართმმუსვრელისა, გამეფდა 1025 წ. ისტორიაში ცნობილია, როგორც ლოთი, დოღის, ნადირობის, სიძვის დიაცების და ზარის თამაშის მოყვარული.
მელქისედეკი - სრულიად საქართველოს კათოლიკოსი XI ს. დაუღალავი მებრძოლი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალისათვის, მშენებელი, ეკლესიათა ტაძართა.
მიხეილ VII დუკა - ბიზანტიის იმპერატორი.
ნერონი (ტიბერუის კლავდიუს დრუსუს ნერონ გერმანიკუს კეისარი) - რომის ყველაზე სისხლიანჯი იმპერატორი.
ნიკიფორე კისერმოქცეული - Xი ს. ბიზანტიელი ფეოდალი.
პომპეუსი - რომაელი სარდალი ძვ.წ. 65 წელს იბერიაშე გამოილაშქრა. მეფე არტაგი მცხეთასთან დაამარცხა, ზავი დაადებინა.
პლატონი - ძველებური ფილოსოფოსი, იდეალისტური ფილოსოფიის ფუძემდებელთაგანი (429-347წწ. ჩვენს ერამდის).
თარხოჯი და კახაი - ქართველი პატრიოტები, რომელნიც აწამა ბუღა თურქმა.
ფადლონი განძელი - ცნობილი ამირა განძისა, რომელიც დიდხანს ებრძოდა ბაგრატ IV-ს.
ქსიფე - ბიზანტიელი ფეოდალი, მეამბოხე.