,,მესიის მახვილი’’ როგორც ტიტული გავრცელებული ჩანს არამარტო საქრისტიანოში, არამედ მუსლიმურ სამყაროშიც კი. იგი შესაძლოა ეტარებინათ ცალკეულ ქრისტიან მონარქებს. ,,მესია’’ (ძველებურად ,,მაშიაჰ’’) ნიშნავს მხსნელს გადამრჩენელს, მაცხოვარს. ასეთი იყო ქრისტიანული კონცეფციით იესო ქრისტე, სრული ღმერთი და სრული ადამიანი...სამების ჰიპოსტასთა ანუ გამოვლინებათა შორის ძე, რომელიც ადამიანის ხორცში დაიბადა, ჯვარს ეცვა, მკვდრეთIთ აღდგა, ცად ამაღლდა და მამის მარჯვენა მხარეს დაჟდა, როგორც პანტოკრატორი, ანუ ყოვლისმპყრობელი. მოყოლებული კეისარ კონსტანტინე დიდიდან, რომელმაც მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა რომში სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, ქრისტიანი მეფე და სუვენირი განასახიერებს ღვთის ცხებულების, ანუ ღვთის მიერ მონარქის კურთხევის იდეას. ასეთი მეფე ამავე დროს არის ღვთის, ანუ მესიის, ახალი აღთქმის ამქვეყნად განხორჩიელების ინსტრუმენტი, ანუ ,,მახვილი’’. ამიტომაცაა ანალოგიური შინაარსის წარწერა გიორგი მეფის მონეტაზე. ამავე დროს საყურადღებოა , რომ სხვა მეფეებისგან განსხვავებით გიორგი მეფემ არ მიიღო ბიზანტიური ტიტულები ,,კუროპალატი’’ , ,,ნოველისმოსი’’ და ,, მაგისტროსი’’ რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბიზანტიის სამეფო კარი საქართველოს მეფეს მონარქად არ მიიჩნევდა, არამედ დიდ თავადად ცნობდა. ამაში გარკვეული კონცეფცია   იკითხება - კეისარი ამქვეყნად ერთი უნდა ყოფილიყო და ისიც კონსტანტინოპოლში. გიორგი მეფე ამ კონცეფციას სწორედაც რომ არ იზიარებდა. 


0 comments:

Post a Comment