საქართველოს მეფე იყო არა მატო საკუთვრივ ქართველთა მმართველი, არამედ იმ ხალხებისაც, რომელიც საქართველოს მრავალეროვან სახელმწიფოში შემოდიოდნენ. მისი ტიტული ,, მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა,’’ მიგვითითებს იმაზე, რომ გიორგი პირველის მამის, ბაგრატის დროს საქართველო  გაერთიანდა. აფხაზეთი, რაც პრაქტიკულად მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა, ასევე ტაო-კლარჯეთი და ქარრთლ კახეთი ერთიან სამეფოდ იქცა. ტერმინი ,,აფხაზი’’ მიუთითებს დასავლეთ საქართველოს იმ მაცხოვრებელზე, რომელიც ლეონიდების აფხაზური დინასტიის მიერ იმართებოდნენ ბაგრატ მესამე კუროპალატამდე, ანუ გიორგი პირველის მამამდე; ,, ქართველნი’’ გულისხმობდა ტაო კლარჯეთის, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიის მაცხოვრებელთ, იგივე ალბანეთის და ამავე დროს ბარდავის მკვიდრთ, რომლებიც ასევე ქართველი მეფის ქვეშევრდომები იყვნენ; ,,კახნი’’ გულისხმობდა დღევანდელი კახეთის და ჰერეთის მაცხოვრებლებს.

0 comments:

Post a Comment