,,მგლისსახიანი გორდაი’’ უნდა მიანიშნებდეს ხმლის კონკრეტულ ტიპზე, რომელიც საქართველოს მთაშოი უნდა ყოფილიყო გავრცელებული და გამოირჩეოდა განსაკუთრებული საბრძოლო თვისებებით. ხმლის პირზე, შესაძლოა, ვადასთან ახლოს, გამოსახული ყოფილიყო მგელი ნახევრად მწოლიარე მდგონმარეობაში, ან მიმავალი, თუმცა შესაძლოა მგლის მხოლოდ თვაიც ყოფილიყო ამოკაწრული. მგელი, როგორც კარგი მეომრის ტოტემური იმბოლო, გავრცელებული იყო კავკასიის მთიანეთის როგორც სამხრეთში, ისე - ჩრდილოეთში. იგი ჩეჩნებს დღესაც ვაჟკაცობის და მეომრული გამბედაობის სიმბოლოდ მაჩნიათ (ჩეჩნურად ,,ბორზ’’). თავად რომანის მიხედვით, მამამზეს, ჭიაბერის და კოლონკელიძის მიერ დაწესებულ ამბოხში ცენტრალური სამეფო ხელიცუფლების წინააღმდეგ ჩართულნი იყვნენ არა მარტო საქართველოს მთიელები, არამედ ,,ძურძუკები’’ იგივე ჩეჩენ-ინგუშები და ,,ოვსები’’ - იგივე ოსები. ამიტომაც  ,,მგლისსახიანი გორდა’’ ხევისბერი მუროჩი ქალუნდაურისთვის სრულიად განსაკუთრებულ ხმალს ნიშნავს, რომელიც ადგილობრივი წარმოების არ უნდა ყოფილიყო.

0 comments:

Post a Comment