საქართველოს მთაში გავრცელებული იყო  რელიგიის თავისებური ტიპი, რომელიც გულისხმობდა ,, მორიგე’’ ღმერთის გარდა ,,,ღვთისშვილების’’ თაყვანისცემას. ესენი არიან: კოპალა, იახსარი, კვირია, ხახმატელი გიორგი და სხვანი. ჩვენი მთიელები დიდხანს არრ ღებულობდნენ ქრისტიანობას, რომელმაც უპირობოდ მოიკიდა პირი საქართველოს ბარში მეოთხე - მეთერთმეტე საუკუნეებში. მთიელთა რელიგიურ სისტემაში დროთა განმავლობაში ჩართUლნი იყვნენ იესო ქრისტე და კაპბადოკიელი მოწამე წმინდა გიორგი, რომელიც საქართველოში, კერძოდ, საერო-ფეოდალურ წრეებსი, ასევე უმაგალითო პოპულარობით სარგებლობდა. შედეგად მივიღეთ ისეთი რელიგიური ტრადიცია, სადაც წარმართობისდროინდელი ელემენტები შერწყმულია ქრისტიანულ სახეებთან. ,,ღვთისშვილებმა თანდათანობით მიიღეს ქრისტიანობიდან შემოსული წმინდა გიორგის სხვადასხვა ნიშანი. ეს მეტწილად გამოიხატება ეპირ გადმოცემებში,  საკლარულ ტექსტებსა და რიტუალებში, რომლებსაც ხევისბერები ძირითადად ხატობებზე არასრულებენ. ტერმინი, ,,გველისფერი წმინდა გიორგი’’ , ასევე გულისხმობს მთის რელიგიური ტრადიციისთვის დამახასიათებელ შერწყმას, სადაც ,,გველი’’, ერთი მხრივ, იმ ბოროტებას განასახიერებს, რომელსაც წმინდა გიორგი გმირავს, მეორე მხრივ, იგი სიგბრნის და ნათელხილვის სიმბოლოცაა, როგორც, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ,,გველისმჭამელის’’ გმირის, მინდიას, შემთხვევაში. ,,გველისფერი’’ სიბრძნის გამომხატველ ელვარებაზე მიუთითებს, რომელიც ამ ,,ღვთისშვილისთვისაა’’ დამახასიათებელი.

0 comments:

Post a Comment