ყველა თაობისათვის საყვარელი და ღირებული რომანი ,,დიდოსტატის მარჯვენა'' არცთუ ისე მარტივი გასაგებია მოსწავლეებისათვის, რაც გამოწვეულია პერსონაჟთა სიმრავლით, ტოპონიმიკითა და მრავალფეროვანი ლექსიკით. ყველა ჩვენგანს გვაქვს გამორჩეული წიგნები, გვყავს საყვარელი პერსონაჟები.
ამ ბლოგით მინდა , ბავშვებმა მარტივად შეისწავლონ ტექსტი, გამოხატონ ის ემოციები და განცდები, რაც მე განვიცადე პირველად წაკითხვისას, შეიყვარონ ის ლიტერატურული გმირები, რომლებისთვისაც სურდათ მიებაძათ, რომლებსაც გულშემატკივრობდნენ. გაარკვიონ , რადგან ამ ასაკში განსაკუთრებით აქტიურდება ბავშვის გონება და მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს. ამას სჭირდება კრიტიკული აზროვნება და სიღრმისეული ანალიზი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ იცოდნენ მითი და რეალობა მოცემულ ტექსტში.
ეს ბლოგი ხელს შეუწყობს ნაწარმოების სრულყოფილად გაგება-გააზრებას, შეყვარებას , კითხვის კულტურის განვითარებას, ლექსიკის გამდიდრებას.