გიორგი - საქართველოს მეფე

მარიამი - დედოფალი

კონსტანტინე არსაკიძე - ხუროთმოძღვარი

მელქისედეკი - კათალიკოსი

ზვიადი - სპასალარი

ფარსმან სპარსი - მეფის მრჩეველი, შავშელი ჩორჩანელი

გირშელი - ყველიცსციხის პატრონი, მეფის დეიდაშვილი

თალაგვა კოლონკელიძე - კვეტარის ერისთავი, შორენას მამა

შორენა - კოლონკელიძის მხოლოდშობილი

გურანდუხტი - თალაგვას მეუღლე

მამამზე - ქორსატეველას

ჭიაბერი - მამამზეს ვაჟი

ბორდოხანი - მამამზეს მეუღლე

შავლეგ ტოხაისძე - ჭიაბერის ძუძუმტე

ვარდისახარი - ოვსთა მეფის ხარჭა

კატაი - მამამზეს ასული

რუსუდანი - ბორდოხანის და

თებრონია -ფარსმანის შვილი
ექვთიმე - სვეტიცხოვლის მეთვალყურე
თაყაი - ჭიაბერის აღმზრდელი
დაჩი - ცხრატბის ცოტა ერისთავის უმცროსი ვაჟი (ფანასკერთელი რულუდანის საქმრო)
ტარიჭისძე - ტაოელი აზნაური
მზექალა - თალაგვას ბუში
თუზარაი - ოსების თავადი
ვარაზი ოსი უფლისწული
ქაჩაბურაისძე - შავშეთელი მეაბჯრე
ნონაი - არსაკიძის მომვლელი
ვარდისახარი - შორენას ირისფარეში.
გვარამი - მამამზეს პაპა
ვაჩე -  რატის ვაჟი
რატი -
დედისიმედი - თმოგვისციხის პატრონის ასული
ხათუნა - შარვაშანიძის ქალი
თუთაი - ვარდანის ქვრივი
ცოქალა - ცვილოსციხის პატრონის ცოლი, იგივე თევზისფერი ძროხა
ნათია - ცოქალას შვილი
კახაი - სამცხის სპათა წინამძღოლი
უშიშარაისძე - მალემსრბოლი
ხურსი აბულელი - მეფის მოღალატე ვაჩე, რატის ვაჟი
ფანასკერტელი - ტაოელი აზნაური
საღირა - თბილისელი ჯალათი
იოანე მარუშისძე - უფლისციხის ერისთავი
თავხელისძე - მეჩუქურთმე
უგრეხელისძე - კალატოზი

მეფის მეგობრები
ქიტესა დრუისძე - მეხამლე
უნდილაისძე - ჯავახელი მეცხვარე
გაბრიელ კოხრიჭისძე - მეჯინიბე
ესტატე ლომაისძე - ბაზიერი

ჭიაბერის ძუძმტენი

ბოქაი, აზარაი, გაბიდაი, ჯიბრედაი, ცცოი, ზაზაი

ხევისბერები 

ღუდუშაური - 
თორღვა - 
გოდერძი - 
შიოლა მუროჩი ქალანდაური - 
აფხანაური - 
ამუკა ბაჩალაური - 
ზეზვაი მუსარაული - 
ბერდია ბებურაული - 
მარტია ბაღათაური - 


სასულიერო პირები

მამა სერაპიონი - ცხრაკარის მამა, ზვიადის მსტოვარი
გაიოზ - უყურ ბერი 
ათანასე ბერი - შორენას მოძღვარი
ფილადელფოს ბერი - გირშელის მკურნალი
სტეფანოზ წინამძღვარი - 
 ზაქარია - არიშიანი, არტანუჯელი, ეზოსმოძღვარი ამბროსი
რაჟდენი - 













არსაკიძე




ერთიანი საქართველოს იდეის განმსახიერებელია მეფის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე არსაკიძე. პიროვნულად არსაკიძეს ჰქონდა მიზეზი, მეფის ხელისუფლების სიძლიერეზე არ ეფიქრა, პირიქით, საფუძველი სწორედ იმის ჰქონდა, განაწყნებული ყოფილიყო, მაგრამ დიდმა ხელოვანმა იცის, რომ არ შეიძლება გაუბრაზდე სამშობლოს, მეფე კი ერთიანი სამშობლოსათვის იბრძოდა.

მან კარგად იცოდა, რომ მოკვდავ ადამიანს ჭეშმარიტი ხელოვნების ნაყოფი უკვდავებასთან ხდის წილნაყარს და შეულებელი იყო, სვეტიცხოვლის შემოქმედს შინაგანი მეტოქეობის გრძნობა არ ჰქონოდა ამა სოფლის რაგინდარა ხორცით ძლიერი პირის მიმართ. ის კი არა, ღმერთთან მებრძოლი იაკობის სურათიც კი დახატა, სადაც იაკობში საკუთარი თავი მოიაზრა, ხოლო ღმერთი მექისედეკის სახით გამოსახა…

აქედან გამომდინარე, ის არ არის უბრალო ხელოვანი, რომელიც შიშით შეიძება ცახცახებდეს ვისიმე წინაშე. კონსტანტინე შემოქმედია, ახალი სამყაროს შემქმნელი მხატვარი და ხუროთმოძღვარი და მისი, როგორც მეფის ტყვისა და მეფის ყმის, მდგომარეობა სრულიადაც არ არის ადეკვატური მისივე სულიერი ყოფისა.

მან იცის საკუთარი თავის ფასი, ამიტომ იყო ტყვედქმნილმა იწყინა კიდეც, როცა მეფემ მიმინოებით იხმო სანადიროდ – „მე არ შემიძლია“ მლიქვნელისა და კარისკაცის მოვალეობა ოსტატის საქმესთან შევითავსო, თუ ხუროთმოძღვრის ხარისხი ბაზიერთუხუცესობასაც მოასწავებს, მაშინ იმ ტაძარს მოვამთავრებ და კირითხურო ვიქნები უბრალო“ – ამ სიტყვებსაც არსაკიძეს ათქმევინებს მწერალი.

კონსტანტინე არსაკიძეს უდგას ალტერნატივ: ხელოვნება, სვეტიცხოველი თუ შორენა, მაგრამ არასოდეს დასცდენია: მეფის შიში თუ შორენა? ქალის სიყვარულს იგი ისე ბუნებრივად ეწაფება, თითქოს მისი მეტოქე მეფე კი არა, ჩალვარდი ყოფილიყო. ესეც ერთი მააგლითი იმისა, რომ კონსტანტინე შინაგანად ნამდვილად არ გრძნობს თავს დათრგუნვილად და ხელოვანის თავისუფალი სული არც არავის ბატონობას ანებებს და არც ქვეშევრდომობას.

არც ვაჟკაცობაში უდებს ტოლს არავის ხუროთმოძღვარი. ოთხი კაცის ასაწევი ქვა მარტომ შეიკავა სვეტიცხოვლის ხარაჩოზე, რათა ბოდოკიას არ დასცემოდა, ხოლო ჟამის გავრცელებისას იმ ფარდულში შევიდა, სადაც ავადმყოფი იწვა და საიდანაც ყველა თავქუდმოგლეჯილი გამორბოდა.

ამ სცენის შემდეგ მეფისა და ხუროთმოძღვრის შეხვედრა, როცა მეფე ძალით ჩამოართმევს ლაზს ხელს, რომელიც, თავის მხრივ, მეფეს უფრთხილდება, – ავადმყოფობა არ გადაედოსო, ორი დიდი ადამიანის წარუშლელ პორტრეტს წარმოადგენს.

არსაკიძე მეფე გიორგივით ყველა მოვლენას ერთი დიდი გადასახედიდან უყურებს – რამდენად წაადგება იგი სამშობლოს.

სვეტიცხოვლის მშენებლობის დროს ჟამიანობით დამფრთხალ ლაზებს ასე არიგებს ხუროთმოძღვარი: „რას იტყვიან იბერიელები? მშიშარნი ყოფილანო ლაზები, იცოდეთ, ყველაზე მეტად ძმების უნდა გვერიდებოდეს, ლაზებო, რადგან არავინ ისე საყვარელი არაა ამ ქვეყანაზე, როგორც დედა, არავინ ისე მოსარიდებელი, როგორც დედის ხსენის თანაზიარნი.

საქართველო ჩვენი დედაა, ლაზებო. ხოლო იბერიელნი ძმებია ჩვენი“.

ამ მონოლოგის ავტორი და მეფე საქართველოსი ერთნაირად და ერთი მიმართულებით იხედებიან, ამიტომ სულაც მეათეხარისხოვანია მათი პირადი ურთიერთობა, მათ ისეთი საერთო აქვთ, რის გამოც საყოველთაო სიყვარულს იმსახურებენ და, კაცმა რომ თქვას, რომანის მიხედვით არც ურთიერთსიმპათიის დეფიციტს განიცდიან რომანისა და არა კრიტიკის მიხედვით, რომელმაც მეფისა და მისი ხუროთმოძღვრის ურთიერთობა რატომღაც აბსურდული ფორმულირებით განსაზღვრა – ხელოვანის ბედი ტირანულ სახელმწიფოშიო.

კათალიკოსი – კი, მაგრამ მეფე არც კი ცარეულა ხელოვანის შემოქმედებით საქმეებში სვეტიცხოვლის მშენებლობისას, რაც შეეხება ეჭვიანობის ნიადაგზე არსაკიძის დასჯას, თუ ეს ფაქტი ხსენებული საკითხის წამოწევის საფუძველს იძლევა, ვიმეორებ, ასეთივე წარმატებით უნდა ვლაპარაკობდეთ დეიდაშვილების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (გირშელი) ან ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში (ჭიაბერი).

გიორგი პირველი და კონსტანტინე არსაკიძეც ერთიანი საქართველოს დიდი მხედრები არიან, ამიტომაც უყვარს მკითხველს როგორც მეფე, ისე ხუროთმოძღვარი მისი.

ნოდარ გრიგალაშვილი



მამამზე და ჭიაბერ ერისთავები





ეს ორი დიდებულიც იმავე გზას ადგას, რომელმაც ისინი უფრო მეტი დიდების კარიბჭესთან კი არ მიიყვანა, პირიქით, ამ გზით უბედურებამ ტაატით იარა და ბოლოს მათსავე ოჯახსა და ციხე-დარბაზს ეწვია. ქვეყნის მოღალატეს ურმით დასდევს სამართლიანი განაჩენი და ბოლოს მაინც წამოეწევა მას – ესეც ისტორიის კანონზომიერება გახლავთ.


მამამზე ერთგული თანამებრძოლი იყო ბაგრატ მესამისა, ბრძოლის ველზე სიკვდილს გადაარჩინა ბაგრატის ვაჟი გიორგი პირველი.

არც გიორგი ჩანს უმადური. მეფისა და ერისთავის მამაშვილური მეგობრობა თითქოს უხინჯო უნდა იყოს, მაგრამ აქაც თავს იჩენს პირველობის პატივმოყვარე, „უჩემოდ ვინ იმღერეთას“ ჟინი.

ხელოვნურად და ვერაგულად დადგმული შინააშლილობის სურათებს ვხედავთ ჭიაბერისა და გიორგი პირველის დაპირისპირების მაგალითზე.

მაშინ, როცა მცხეთაში საახალწლოდ მეფესთან ჩაბრძანებული მამამზე ერისთავი ფარისევლურად ლოცავდა ტახტისმპყრობელს: „მრავალჟამიერ ჰყოს დამბადებელმან ყოველმან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედავი ტახტისა შენისა“-ო, მისი ვაჟი ჭიაბერი მეფის ჩამოსაგდებად ხალხს აჯანყებდა. რაც ასეა გადმოცემული მისი ძუძუმტის, შავლეგ ტოხაისძის მიერ:

„ბერძნებს ეს სწადიათ ჩვენი, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვძარცვონ, მათი ჩავიცვათ. ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო, ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა“

რომელი ბერძენთმოყვარე გიორგი იყო?

ტოხაისძის სიტყვებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ არავითარი იდეოლოგიური საფუძველი ამ შინაომს არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ამ ომის სამწუხარო შედეგი ის იყო, რომ ქორსატეველას ციხეში გვერდიგვერდ ჩაწვნენ ძმების მიერ განგმირული ძმები, რომ მტრის წინააღმდეგ გასაღები სიცოცხლე მოღალატის იარლიყით დაასრულეს ბრძოლებში გაჭაღარავებულმა ლომკაცმა მამამზემ და მისმა ვაჟმა, ასევე რჩეულმა მებრძოლმა ჭიაბერმა.

ამ ომს შეეწირნენ მეფის საუკეტესო მხედრები და ერისთავი გირშელ, რომელიც გარეშე მტრებთან ბრძოლებს ცოცხალი გადაურჩა და საკუთარ მოძმეთ ცოცხალი გადაურჩა და საკუთარ მოძმეთ აჩეხეს გაუგონარი სისასტიკით.

ამ სიუჟეტითაც შინააშლილობის მიზეზად ისევ ავადმყოფური პატივმოყვარეობა და უცხო ქვეყნის ნებაზე კუნტრუში გვევლინება, ჭიაბერის მკვლელობის შემდეგ კი – შურისძიების გრძნობა.


ნოდარ გრიგალაშვილი


თალაგვა კოლონკელიძე


კვეტარის ერისთავი თალაგვა კოლონკელიძე ერთი იმ ტიპიურ ქართველთაგანია, რომელნიც საკუთარი დიდების ტკბობით იწყებენ ქვეშევრდომთა მართვას და თანდათანობით ამ ტკბობას ხინჯად გასდევს შეგრძნება იმისა, რომ მის თანამემამულეთა შორის კიდევ მოიძიება სხვა კაცი, მასზე მეტი დიდებით შემოსილი. კაცი, რომელსაც პირველდაძახებისთანავე ქედდადრეკილი უნდა ეახლოს და საკუთარი დიდების უზრუნველსაყოფად ისევე უქიცინოს კუდი, როგორც მას მისივე ყმები ემლიქვნელებიან.

კვეტარის ციხე-დარბაზში გამოკეტილს ერთგულად იცავენ მისი ყმანი და კაცთაგან ფეხდაუდგმელი ქარაფები.

მაგრამ მაინც არსებობს ის ერთი, მასზე აღმატებულად წოდებული და, ამდენად, მისი ტკბობა დიდებით სრულყოფილი კი არა, ხანდახან შიში წამოუვლის ამპარტავან ერისთავს – ხომ შეიძლება, მეფეს მისი მამულების სხვისთვის ბოძება მოეხასიათოს, ხომ შეიძლება, მის ერთგულ ქვეშევრდომობაში ეჭვი შეეპაროს და გზიდან ჩამოიცილოს. ჯერ არ უქნიათ მეფეებს ამგავრი რამ, თუ რა?!

ამგვარი ფსიქოლოგიური განწყობილება, ერთი მხრივ, მეფისადმი პირფერობაში აჯიბრებს სხვა პირფერებთან, მეორე მხრივ, ბადებს იმ წინაპირობას, როცა ქვეშევრდომი მუდმივად მზად არის ზურგში მახვილის ჩასაცემად და მბრძანებლისაგან გასათავისუფლებლად. თუ ამ განწყობას ისიც დაერთო, რომ უფრო ძლიერი მფარველი გამოუჩნდა, უცხო და შორეული, ავადმყოფობადქცეულ პატივმოყავრეობას სარქველი ეხდება. თუ მორჩილებაა, სჯობს შორეული მბრძანებლის მორჩილებაში იყო, ვიდრე იმისა, ვინც ცხვირწინ გიზის და მუდმივად უნდა შეჰყურებდე თვალებში…

ამბოხებისთვის კოლონკელიძესა და მასთან შეთქმულთ საბაბიც ჰქონდათ – მეფე ქრისტეს რჯულს ახვევდა თავს მთიელებს, როცა მათ საკუთარი , მამაპაპური ბომონები ეგულვოდათ სალოცავ კერპებად.

დიდი რელიგიების შემოქმედთ: ბუდას, მოსეს, ქრისტეს, მუჰამედს, ვინ იცის, შეძრწუნების როგორი გრძნობა მოიცავდათ, რომ ეხილათ, ადამიანები რა აღტყინებით თესავდნენ სიკვდილს მათივე სახელით.

მეორე ამბოხის შემდეგ მის საერისთავოში მიბრძანებულ მეფეთა – მეფეს გულმოწყალება შეამჩნია თალაგვამ, იმედი გაუჩნდა გადარჩენისა, გადარჩენის კი არა, უფრო წარმტაცმა ილუზიებმა გაიტაცა – იქნებ მართლა უყვარსო გიორგი მეფეს შორენა, იქნებ მის ხელს მთხოვდესო, და ამ ფიქრმა კოლონკელიძეს ახალი პერსპექტივები გადაუშალა სასახლის კარზე აღზევებისა. აღარ მოეწონა თალაგვას შეთქმულთა დანახვა. ერთ წუთში გამოიცვალა მეამბოხე და ფიქრით უკვე მეფის საშველად ემზადებოდა მის მტერზედა…

ამ ფიქრმა გასცა აქამდე ურჩი ერისთავის ჯანყის ნამდვილი მიზეზი.

აკი წინაპართა რელიგიას იცავდა აქამომდე?

მისგან წასისინებული ათასობით ფხოველი კი იწვა მიწაში და არ იცოდა არც ერთმა მათგანმა, სინამდვილეში წინაპართა რჯულს კი არა, საკუთარ პატივმოყვარეობას რომ შესწირა ისინი მათივე ერისთავმა.

ეს სიუჟეტი მკაფიო სურათია შინააშლილობის ერთი მიზეზისა – როცა ხალხის ბედი ავადმყოფობამდე მისული პატივმოყვარე მმართველის ხელითაა, ეს ხალხი ვულკანზე ცხოვრობს, რომელიც ამოიფრქვევა მაშინ, როცა ამას პატივმოყვარე მმართველი თავისთვის ჩათვლის საჭიროდ.






ფარსმან სპარსი


ფარსმან სპარსი ერთი სრულიად გამორჩეული და ორიგინალური პერსონაჟია არა მარტო გამსახურდიას შემოქმედებაში, არამედ, საერთოდ, ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

„დიდოსტატის მარჯვენის“ პერსონაჟთა შორის არავინ არის ისეთი ტრაგიკული, საცოდავი და იმავდროულად საშინელი კაცი, როგორიც ფარსმანია.

ფარსმან სპარსი ცხოვრების ნადიმიდან გაგდებული ადამიანია და თანაც იმ ასაკში, როცა ამ ცხოვრებისთვის არაფერი ჰქონდა მას დაშავებული. ეს ოდესღაც უზრუნველი და ნებიერი, დაუცხრომელი ბუნებით გამორჩეული ჭაბუკი, მტერთან ბრძოლებში გმირობის გამოჩინებაზე მეოცნებე ახალგაზრდა , თავად იქცევა ადამიანთა მოდგმის იდუმალ მტრად.

თავის ფენომენალურ განათლებასა და გენიალურ ნიჭს იმავე ნადიმის მონაწილეთა წინააღმდეგ იყენებს, საიდანაც იგი უცერემონიოდ იქნა გაძევებული.

ტრაგიკული განცდა გვეუფლება არა იმდენად თვით ფარსმან სპარსთან მიმართებაში, არამედ მისი მშობელი ქვეყნის მიმართ, ვინაიდან ეს კაცი თავისი გენიალური ჭკუით ისეთივე წარმატებით შეიძლებოდა ქვეყანას დიდ სიკეთედ მოვლენოდა, როგორი წარმატებითაც დიდი ბოროტების ქმნა შეუძლია.

ერთია ქვეყნისათვის დაკარგული ნიჭი, მეორეა ამ დანაკარგის ბოროტებად შემობრუნება იმავე ქვეყნისთვის. მსოფლიოს დიდი ქვეყნის ბედს წარმატებით ატრიალებდნენ ქართველი კონდოტიერები. იმავდროულად ან ანგრევდნენ საკუთარ ქვეყანას, ან სულაც დავიწყებული ჰქონდათ მისი არსებობა. დღემდე გაწვალებს კაცს ფიქრი: რა იქნებოდა, მათ რომ კეთილი ნება ჰქონოდათ და, ამდენი თუ შეეძლოთ, იმის მეათედი მაინც ერგოთ საკუთარი სამშობლოსათვის, რაც ავნეს…

ფარსმან სპარსი ფლობდა უამრავ ენას, უდიდეს ცოდნას. იყო საუკეთესო ექიმი, ვარსკვლავთმრიცხველი, სამყაროს იდუმალებათა შემცნობი.

გაბედულება და სულიერი სიმტკიცეც საარაკო ჰქონდა. მეფე გიორგის ირიბად, ისეთ მწარე სიმართლეს მიახლის ხანდახან, კაცთაგანი რომ ვერ უბედავს გვირგვინოსანს.

ხელოვანიც იყო, დიდი მეომარიც და დიდი მეცნიერიც, მაგრამ სწორედ ამით, ყოველივე ამით აღჭურვილი, იგი შემაძრწუნებლად საშიში გახლდათ გარშემო მყოფთათვის, ვინაიდან მას ამოძრავებდა მხოლოდ ცინიზმი და სიძულვილი ადამიანთა მიმართ.

ერთი სიტყვით, სხვაზე აღმატებული ყველაფერი ჰქონდა ამ კაცს – ცოდნაც, გაბედულებაც, სიმტკიცეც.

არანაირი პრინციპი ფარსმანს არ გააჩნია. უფრო სწორად, მისი პრინციპი უპრინციპობაა.

იმ საზოგადოებაში, სადაც თვით მეფესაც კი სჯერა, რომ შეცოდებათა გამო ხატი შემოსწყრა და სასახლის პალატიდან ნიკორნის მონასტერში გაიპარა, ყოვლისმცოდნე და სხვათაგან დაწიხლული ფარსმანის ცინიზმს იქნებ ჰქონდეს კიდეც ახსნა, მაგრამ შემზარავია ის სცენა, როდესაც იგი თანამემამულეებს, თვით საკუთარ შვილსაც კი, რომელიც გონჯი მისცა განგებამ და ამითაც დასაჯა, მიწისძვრის დროს დასაღუპად იმეტებს.

წინასწარ იცის და არავის, ვარდისახარის გარდა, არ აუწყებს მოსალოდნელი საშინელი უბედურების შესახებ.

არც ამ მიზანტროპ კაცთმოძულედ ქცეული გენიოსის სიცოცხლე დასრულდა ბუნებით სიკვდილი. ჯერ დადაღეს, როგორც მწვალებელი, შემდეგ წამებაში ამოხდა სული.

ეს კაცი შურისძიების წყურვილმა გააბოროტა. ბაგრატიონების სიძულვილი კი მთელი ქვეყნის სიძულვილად ექცა. ქვეყნის ღალატის მოლიპულ გზაზე ესეც ერთი ნაცნობი სურათია.






გიორგი მეფე


არათუ მეფე, თავისი ქვეყნის სიმბოლო, წარულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე უზარმაზარი პასუხისმგებლობის ტვირთწამოკიდებული, არამედ რიგითი მოქალაქეც კი, თუკი სხვებზე ნაადრევად დააწვება პასუხისმგებლობის ტვირთი, იძულებულია დაემშვიდობოს ყმაწვილკაცობის უფლებით მინიჭებულ სილაღეს.

თორმეტი წლის იყო, როცა მეფედ აკურთხეს:

ცოლიც უსიყვარულოდ შერთეს, ჩვეული პოლიტიკური ანგარიშიანობით.

ახალგაზრდობაში დაკარგული თავისუფლების ანაზღაურებას მოწიფულ ასაკში ცდილობს მეფე.

გლახუნა ავშანიძედ გარდასახული ხან სანადიროდ დაეხეტება თანშეზრდილ ყმებთან ერთად, ხან უზომოდ შეექცევა ღვინოს, ხანაც სასახლის ეტიკეტიდან და დედოფლის „მეურვეობიდან“ თავდაღწეული, მშვენიერ სქესთან ნებივრობს.

მოკვდავნი დიდებისკენ ილტვიან, დიდებულთ კი ხშირად ენატრებათ უბრალო მოკვდავთა უბრალო ცხოვრება.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მიწურულს მეფეს ნამდვილი სიყვაურლი ეწვია. ძლიერი მამაკაცური ვნებით შუყვარდა კოლონკელიძის ასული შორენა. ჭიდილი მეფის მოვალეობასა და სიყვარულს შორის პირველის გამარჯვებით დასრულდა ჯერ კვეტარის ციხეში, როცა გიორგიმ უარი უთხრა შორენას, შეეწყალებინა თალაგვა.

მეფე ქვეყნის ინტერესს უქვემდებარებს პიროვნულ სურვილებს, თუნდაც ეს ინტერესი ამ სურვილებზე უარის თქმას აიძულებდეს.

როცა ამბობენ – რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარსო – უპირველესად იგულისხმება ის, რომ, თუ თავისი დიდი მოვალეობის წინაშე პირნათელია კაცი, ეპატიება იმათზე მეტი, ვისაც ამ ცოდვათა მოთოკვის გარდა სხვა რამ არცა-რა მოვალეობა აკისრია…

ცხადია, დანაშაული იყო არსაკიძესთვის მკლავის მოკვეთა. მარგამ კურიოზია მტკიცება იმისა, რომ მეფის ამ საქციელის მიხედვით ვიმსჯელოთ ხელოვანის ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, ვინაიდან მეფემ არსაკიძე როგორც ხელოვანი კი არა, როგორც მეტოქე, რაყიფი, სიყვარულში მოცილე -დასაჯა. ისე, როგორც გაიმეტა საკუთარი დეიდაშვილი, გირშელ ერისთავი, მოაწამვლინა ჭიაბერი. ამ ანალოგიით კი შეიძლება ვიმსჯელოთ მეფის დეიდაშვილების ან საწყალი ერისთავების ბედზე ტირანულ სახელმწიფოში, რაც აბსურდია.

როგორც ჩვეულებრივი მოქალაქის, ისე მეფის ადგილი ამ მზისქვეშეთში იმითაც განისაზღვრება, თუ რამდენად გრძნობს იგი საკუთარი მისიის პასუხისმგებლობას.

გიორგი I უპირველესად საკუთარი ღირსების შემგრძნები და ერის ღირსების დამცველია.

მონარქი, რომლის ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, მონასავით მოეგვარათ მისთვის ტყვედპყრობილი შორენა, უსაზღვროდ იტანჯება ამ ქალისადმი ცალმხრვი სიყვარულის გამო.

სვეტიცხოვლის დიდებული ტაძრის მშენებლობაც შინააშლილობითა და გარეშე მტრების მუქარით შეჭირვებულ ქვეყანაში გიორგის ეროვნული ღირსების ხაზგასასმელად სჭირდებოდა.

გიორგიმ ბერძნულიც იცოდა, არაბულიც, მაგრამ სასახლეში მხოლოდ ქართულად ესაუბრებოდა უცხოელებს. ეს ეტიკეტიც პურიზმის კი არა, სახელმწიფოებრივი აზროვნების სანატრელი გამოხატულება იყო.

თავისთავად ის ფაქტიც, რომ გიორგი წუთისოფლის სიამეთა საძიებლად სახეცვლილი, გლეხის ტალავარით შემოსილი გადის სასახლიდან, მეფური ღირსების გაფრთხილებასაც ნიშნავს. ის არ არის ასკეტი, მას სწყურია ადამიანური, სისხლსავსე, გნებავთ ბოჰემური თავდავიწყება და დიაცთა ფერება, მაგრამ მან იცის: როგორც სახლი, მაღალ გორაკსა ზედა დაშენებული, ჩანს ოთხივე მხრიდან, ისე მეფის ცხოვრების ყველა წვრილმანი ჩანს ქვეყნის ოთხივე მხრიდან და მეფე ქვეშევრდომთა თვალში ყოვლი ღირსებით შემკულად უნდა გამოიყურებოდეს, ადაიანურ სისუსტეთა საქვეყნოდ დემონსტრირების უფლება მას არ აქვს.

გიორგი პირველი ამითაც განსხვავდება იმ გულნამცეცა მეფეთა თუ დიდებულთაგან, რომელთათვის ძალაუფლება უპირველესად შეუზღუდავი და მოურიდებელი განცხრომის საშუალებაა.

ქვეყნის თვალში გიორგიმ ბოლომდე ზიდა მეფის ჭაპანი, მაგრამ თავად ხომ კარგად იცოდა, რომ აბობოქრებულ ადამიანურ ვნებას მაინც ვერ მოერია. დეიდაშვილი გირშელის სიკვდილს მისი ჩუმი დასტურიც ახლდა, სვეტიცხოვლის ცუდად აგების გამო კი არა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკვეთა მარჯვენა არსაკიძეს და შორენას სიცოცხლეც მის ამ ქმედებას შეეწირა.

სიყავურლის ნიადაგზე გამოჩენილ სისუსტეს შეეწირა კიდეც გიორგი. იგი სიკვდილის საძებნელად გავარდა ტყეში და იპოვა კიდეც სიკვდილი.

ამ მოულოდნელი რაკურსით მეფის სახე გამსახურდიამ დაუვიწყარ მხატვრულ პერსონაჟად აქცია.

0 comments:

Post a Comment