დიდოსტატის მარჯვენაზე მუშაობა მწერალმა 1938 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა. ნაწარმოების მონახაზი მოხემულია 1932 წელს დაწერილი კინოსცენარში ,,ვარძიის საიდუმლო''. 1939 წლის 1-ლ მარტს რომანის გამოქვეყნება ,,მნათობში'' დაემთხვა მწერლის ვაჟის დაბადებას. რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟის, ზვიად სპასალარის სახელი უწოდა.
     კონსტანტინე აპირებდა რომანების სერიის წერას სახელწოდებით ,,ქართლის ცხოვრება'', რომელშიც დიდოსტატის მარჯვენასთან ერთად შევიდა დავით აღმაშენებელი, დაწყებული ჰქონდა თამარის წერა, მაგრამ ვეღარ მოასწრო.
რომანისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაც ჰქონდათ. ეჭქვეშ აყენებდნენ მასში წარმოდგენილ ფხოველთა ამბოხს, რაზეც მწერალმა უპასუხა,რომ მთიანეთი მუდამ ეურჩებოდა ქართველ მეფეებს, რომელთაც სურდათ, საქართველოს პოლიტიკური ცენტრალიზება, მან მოიშველია თამარის დროს მომხდარი ფხოველთა აჯანყება და განაცხადა,რომ  ასეთი აჯანყება იმ დროსაც შეიძლებოდა მომხდარიყო.
    რომანს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობის ნახევრად ლეგენდალური ისტორია.  

0 comments:

Post a Comment