• სვეტიცხოველის გალავანთან თავდება ჩვენი ეპოქის ჩქამი და სინათლე, მის წიაღში იწყება საუკუნო რიცხვით მეათე თავისი მრუმე ღამეებითა და იდუმალებით.
  • ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობითა ხდება შესამჩნევი, ამიტომაც იგი მუდამ თვალში მხვდებოდა ხოლმე.
  • რაც უნდა დიდი ქმნილების წინაშე იდგე, თვით უმნიშვნელო ადამიანიც მეტ ყურადღებას მოითხოვს შენგან.
  • „მერმე ის იყო მთელი საუკუნე აწვიმდა ტაძარს, ახალ დროშიაც კაცს არ მოჰგონებია მისი შეკეთება, მხოლოდ საბჭოურმა ხელისუფლებამ, ვენაცვალე მას, გადაახურვინა იგი წრეულს და გალავნის ქონგურები შეაკეთეს, ჩრდილოს ფასადზე ხარაჩოები ჯერაც არ მოუხსნიათ, გუმბათის სარკმელებშიაც ჩასდგნენ ამ დღეებში თითო მტკაველა მინას და ჩემი აქ ყოფნის მიზანიც აღსრულებული იქნება კიდევაც, შესაძლოა ჩემი ცხოვრებისაც»… (ეს სიტყვები მცირეოდენის გულის ტკივილით იყო ნათქვამი მის მიერ).“
  • ჩვენ კი, ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე.
  • ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო.
  • არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად.
  • არავის იმდენი მტერი არ ჰყავს ამქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.
  • კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც სრომაში გამოჩენილი სიმამაცე. 
  • უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა დამიწას სამკაულად გამოადგება.
  • ხელოვნებაა თავათ უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.
  • ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, ვინც შეჰყურებს პირში.
  • ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან.
  • არავინ ისე მამაცურად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.
  • ვინც მეფეთა სამსახურისათვის თავს გადასდებს, მას საკუთარი სახლის უკან მზად უნდა ჰქონდეს დილეგი.
  • ვისაც ოდესმე სიყვარული გამოუცდია, მას უგემნია თავათ სიკვდილი.
  • ზეცა და მტვარეც სიყვარული ყოფილა თურმე.
  • ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია, ალბათ, ის ღმერთიც.
  • სიყვარულია თავათ ღმერთი ამქვეყანაზე.
  • თუ სიყვარული ღმერთი ყოფილა, შენა ხარ ჩემი სიყვარული და რმერთი თავათ. ამიტომაც გიგულებდი თანამდგომად მარტო ბრძოლაში.
  • ჩემი სიყვარული განწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგიშემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია.
  • მე ჩემი ხელოვნება სიცოცხლეზე მეტად შემყვარებია, ცემო, ამიტომაც განწირული მაქვს თავი.
  • არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს სიყვარულს.
  • ამქვეყნად არავინ ისეთი საცოდავი არაა, როგორც მარტოსული.
  • ოველი ქალი ზღვასა ჰავს, არავინ იცის ან ერთი როდის აღელდება, ანდა მეორე.
  • მეც შენსავით მუდამ შეუძლებელსა და მიუწვდომელს მივეტრფოდი  ჩემს სიცოცხლეში... შორეული მუდამ უფრო სანუკველია, ვიდრე მახლობელი, ის, რაც ხელზე ახლოა, მუდამ მოსაწყენია, თურმე.
  • არიან ისეთი სიტყვებიც, რომელნიც გამოთქმისაგან შეიბღალებიან ხოლმე. მხოლოდ იმ სიტყვას აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი. უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი, გინა სატრფოს მოკლებული მზეი.















0 comments:

Post a Comment